ხმაური აშშ-ის სენატში – დემონსტრანტებმა ბლინკენს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს

სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს დემონსტრანტებმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

ბლინკენის გამოსვლის დაწყებიდან მალევე, დარბაზში გაისმა შეძახილები: „ცეცხლის შეწყვეტა ღაზის სექტორში“, „გადაარჩინეთ ბავშვები ღაზის სექტორში“, „პალესტინიდან მექსიკამდე ყველა კედელი უნდა დაინგრეს“.

დემონსტრანტების ნაწილს ხელები წითლად ჰქონდა შეღებილი.

მსგავსი თემები