,,რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი აჩვენებს, რომ რუსეთმა დაკარგა კონტროლი მოვლენებზე.

„ფხიზლად უნდა შევაფასოთ რუსული სისტემა. მათ მობილიზებული ჰყავდათ მთელი ძალები, რათა არ დაეკარგათ ის, რაც უკრაინაში მიიტაცეს, მაგრამ ამავე დროს, დააბინძურეს თავიანთი ტერიტორია სიძულვილით და დეგრადაციის ისეთი დონით, რომ წელს მეორედ რუსეთი კარგავს კონტროლს მოვლენებზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები