პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებას.

„თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მომავალი წლის 1 იანვრამდე წვევამდელის გაწვევის სისტემაში სიცარიელე რომ არ შეიქმნას, 2024 წლის 1 იანვრამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს თვითმმართველობის ორგანოები განახორციელებენ.

მისი თქმით, 2024 წლის 1 იანვრიდან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელდება.

მსგავსი თემები