ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღაზის სექტორში “ჰამასის” მიერ გატაცებული, სულ მცირე, 240 მძევალი იმყოფება. მისი თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება.
ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ამ ეტაპზტე, “ჰამასმა” მხოლოდ 5 მძევალი გაათავისუფლა.