„ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, გარდაცვალების მაჩვენებელი არ გაზრდილა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით,  ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, თუმცა, გარდაცვალებულთა მაჩვენებელი არ მომატებულა.

„მოგვემატა შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ, არ მომატებულა გარდაცვალებულთა რაოდენობა. 0, 1, 3 ამ ფარგლებში ტრიალებს ბოლო 1 კვირა ინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობა. ასევე, მომატებულია მომართვიანობა სტაციონარებში. შემთხვევათა რაოდენობის პროპორციულად მოიმატებს საავადმყოფოში მიმართვიანობაც.  თუ შემთხვევათა მატება გაგრძელდება, შესაძლებელია, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება აუცილებელი გახდეს.

ვისაც გაკეთებული აქვს აცრა ორჯერადად და არ გაუკეთებია მესამე დოზა ამ ადამიანებისთვის ერთ დამატებითი ბუსტერი იდეალური შესაძლებლობაა ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში იყოს დაცული ინფიცირებისგან ან რეინფიცირებისგან“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავაში“.     

 

მსგავსი თემები