,,ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს, არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა”- ნინო წილოსანი

არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებულ  განცხადებებს.

„დღეს, პოლიტიკურ განცხადებებში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა,“ – წერს სოციალურ ქსელში ნინო წილოსანი.

მსგავსი თემები