ეტყობა, ლევან ხაბეიშვილს თავი მართლა როკი ბალბოა ჰგონია, ვეღარ ერკვევა, სად არის, სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. ბრეგაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ურჩევს, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს.

„ეტყობა, ამ იმიტირებულ როკი ბალბოას თავი მართლა როკი ბალბოა ჰგონია და ვეღარ ერკვევა, თუ სად არის, სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში. მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი, საბრალო მუქარებისგან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა. ვაფრთხილებ, რომ მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში.“

მსგავსი თემები