,,თუ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, შუბლში ესროლეთ”- კადიროვი

რამზან კადიროვმა ძალოვნებს მიმართა, არეულობის მონაწილეებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სამი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, ტყვია შუბლში ესროლონ. აღნიშნული განცხადება კადიროვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირას მაჰაჩყალაში თელ ავივიდან რეისის ჩასვლასთან დაკავშირებით ასობით ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა.

„ ჩვენთან თუ ერთი ადამიანი მაინც გავა არასანქცირებულ არეულობებზე, დააპატიმრეთ ის ან ჰაერში სამი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეთ, ამის შემდეგ, თუ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, მეოთხედ შუბლში ესროლეთ. მეტს აღარ გამოვლენ. ეს ჩემი ბრძანებაა“, – განაცხადა კადიროვმა.

 

მსგავსი თემები