უკრაინამ დაადასტურა 20 ათასი ბავშვის დეპორტაცია, მაგრამ რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – ზელენსკი

უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსებმა ქვეყნიდან უკანონოდ 20 ათასი უკრაინელი ბავშვი გაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალთანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ერთადერთი, რისი დადასტურებაც შეგვიძლია, არის დაახლოებით 20 ათასი გატაცებული ბავშვი. ეს არის საშინელი მაჩვენებელი, მაგრამ რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა. ჩვენ მზად ვართ შემდგომი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კატარის ემირს ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა კატარის როლი უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საქმეში.

მსგავსი თემები