ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში განგაშის სიგნალი ჩაირთო

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმის, მათ შორის რიშონ ლეციონში, ხოლონსა და ბათ-იამში. განგაშის სიგნალი ისმის ისრაელის სამხრეთ ნაწილის დასახლებებშიც, მათ შორის ქალაქ აშკელონში.

ამ დროისთვის, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი თემები