ჰეზბოლა ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს – IDF-ის სპიკერი

,,ჰეზბოლა ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს”. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.

,,ჯერჯერობით ჩვენი პასუხი იყო გაზომილი, ტაქტიკური და შემოიფარგლება საზღვართან (ლიბანთან) მახლობლად მდებარე ტერიტორიებით. ჰეზბოლა ძალიან, ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს. ისინი ამძაფრებენ სიტუაციას, ჩვენ ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ თავდასხმას ვხედავთ”, – განმარტა მან.

კონრიკუსის თქმით, ჩრდილოეთ ისრაელში ლიბანის საზღვართან ყველაზე ახლოს მყოფი მოსახლეობა ევაკუირებულია.

მსგავსი თემები