,,ჰეზბოლა” თუ ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს – ნეთანიაჰუ

თუ ,,ჰეზბოლა” ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გამოიწვევს ისრაელის წარმოუდგენელი მასშტაბის კონტრშეტევას, რომელიც ლიბანს გაანადგურებს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი თემები