რუსეთის არმიამ ხარკოვი დაბომბა

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოწოდა.

ხარკოვის სამხედრო გარნიზონის მეთაურის, სერგეი მელნიკის თქმით, დარტყმა განხორციელდა მეზობელი ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიიდან S-300 რაკეტებით. თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები