ნორვეგია უკრაინას ენერგეტიკის სექტორში გამოყოფილ დახმარებას გაუზრდის

უკრაინა და ნორვეგია შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ენერგეტიკულ სექტორში ნანსენის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკრაინას დახმარებას 6,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით უწევს.

უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იაროსლავ დემჩენკოვი, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბარდ ვეგარ სოლჰელი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიან კვანი და ნორვეგიის ელჩი უკრაინაში ჰელენ სანდ ანდრესენი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დროს უკრაინულმა და ნორვეგიულმა მხარეებმა განიხილეს, როგორ შეუძლია დაგეგმილმა დახმარებამ ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას, ასევე კერძო სექტორის ჩართვის შესაძლებლობებს მწვანე ტრანსფორმაციასა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზაციაში.

მსგავსი თემები