ხარკოვში რუსებმა სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხარკოვში რუსებმა სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს. ინფორმაცას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

,,ხარკოვის რეგიონი. რუსული რაკეტა ნოვაია პოშტას ტერმინალს დაეჯახა. ჩვეულებრივი სამოქალაქო ობიექტი. სამწუხაროდ არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს! ამ დროისთვის ცნობილია 13 მსხვერპლი. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

აუცილებელია ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვუპასუხოთ რუსულ ტერორს ფრონტის ხაზზე ჩვენი შედეგებით. საჭიროა კიდევ უფრო განმტკიცდეს მსოფლიოს ერთიანობა ტერორთან ბრძოლაში. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. რუსეთი ტერორით და მკვლელობით ვერაფერს მიაღწევს. ყველა ტერორისტის დასასრული ერთია: პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მათ გააკეთეს”, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები