აშშ ,,შეშფოთებულია პოტენციური ესკალაციის გამო” ახლო აღმოსავლეთში – ლოიდ ოსტინი

აშშ ,,შეშფოთებულია პოტენციური ესკალაციის გამო” ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ პოტენციური ესკალაციის გამო. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ჯარებსა და ხალხზე თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივა მთელს რეგიონში. ამის გამო, ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია”, – განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ მან მოუწოდა ისრაელის ოფიციალურ პირებს და კონკრეტულად ისრაელის თავდაცვის მინისტრ გალანტის, „ჩაატარონ თავიანთი ოპერაციები ომის კანონის შესაბამისად“.

ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ძალების კონტიგენტი განათავსა, მათ შორის ორი ავიამზიდი, დამხმარე ხომალდი და ასეულობით ქვეითი.

მსგავსი თემები