,,ღმერთმა ჩააქრო ჩვენი სინათლე” – ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს

ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი და ავრცელებს.

,,14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რომელიც ჩემში იყო…თამი ცივსისხლიანად მოკლეს სასაკლაზე.

მის მთლიან სხეულსაც კი ვერ დავინახავთ. ღმერთმა უმძიმესი განაჩენი გამოგვიტანა. ღმერთმა ჩააქრო ჩვენი სინათლე…

შენ ალბათ ზედმეტად წმინდა იყავი ამ საშინელი სამყაროსთვის. სამუდამოდ ჩემს გულში იქნები.

ბოდიში, რომ ჯოჯოხეთის გავლა მოგიწია….შენ იცხოვრე ერთი წამით, ბოლო მომენტამდე. მიყვარხარ და არასდროს დამავიწყდები”, – წერს თამარის და.

ცნობისთვის, ოჯახი თამარს 2 კვირის განმავლობაში ეძებდა, მათ შორის, საკუთარი ძალებით. ის იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც 7 ოქტომბერს ,,ჰამასი” დაესხა თავს. თამარ გოლდბერგს კვირას დაკრძალავენ.

მსგავსი თემები