ლავროვი მოლაპარაკებებისთვის ირანში ჩავა

ხვალ, 23 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირანში ჩავა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ავრცელებს.

მისი თქმით, ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, თუმცა რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები ჯერჯერობით უცნობია.

,,ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი”, – თქვა ზახაროვამ.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თეირანში შეხვდებოდნენ, სადაც მოლაპარაკებები 3+3 ფორმატში გაიმართება.ხვალ

მსგავსი თემები