გერმანიაში, ალკოჰოლური სასმლის ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ როზენჰაიმში 37 წლის და 32 წლის ქართველები ალკოჰოლური სასმლის ქურდობისთვის დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველებმა 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით როზენჰაიმის რაიონის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს, საიდანაც ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავეები 2023 წლის 17 ოქტომბერს, ,,ედეკას” მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს. ასევე მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი, 48 წლის უკრაინელი.

ისინი როზენჰაიმის პოლიციამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანა.

მსგავსი თემები