არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.

პრეზიდენტობისთვის სულ 5 კანდიდატი იბრძვის, თუმცა გამარჯვების რეალური შანსი სამ მათგანს აქვს. ესენი არიან: მემარჯვენე ხავიერ მილეი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატრისია ბულრიჩი, რომელიც ოპოზიციურ პარტიას „ერთად ცვლილებებისთვის“ წარმოადგენს და მმართველი ალიანსის „კავშირი სამშობლოსთვის“ კანდიდატი სერხიო მასა.

გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 45% სჭირდება, ან 40%, თუმცა ამ შემთხვევაში მეორე ადგილზე გასულ კანდიდატზე 10%-ით მეტი ხმა უნდა ჰქონდეს მიღებული. ექსპერტები ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა, რომელიც 19 ნოემბერს ჩატარდება.

მსგავსი თემები