აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის და ჯარებს საგანგებო სიტუაციებისთვის ამზადებს. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს.

,,ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დისკუსიების შემდეგ, პოზიციის გასაძლიერებლად დამატებითი ნაბიჯების გადადგმის განკარგულება გავეცი, რაც ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მისივე თქმით, პენტაგონმა უკვე განათავსა დაახლოებით 2 000 სამხედრო მოსამსახურე, იმ შემთხვევაში, თუ მათ რეგიონში განლაგება დასჭირდებოდათ.

მსგავსი თემები