ღაზაში მტერი სიურპრიზებს გვიმზადებს – IDF-ის მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ გოლანის ქვეითთა ბრიგადის მეთაურებს უთხრა, რომ უნდა ელოდნენ ტერორისტული ჯგუფების მიერ მომზადებულ სიურპრიზებს.

,,ღაზა კომპლექსურია, ღაზა მჭიდროა, მტერი იქ უამრავ რამეს ამზადებს, მაგრამ ჩვენც ვამზადებთ მათთვის რაღაცებს”, – განაცხადა ჰალევიმ.

როგორც მან აღნიშნა, ისინი შევლენ ღაზის სექტორში და დაიწყებენ ოპერატიულ, პროფესიონალურ მისაის “ჰამასის” გასანადგურებლად.

 

მსგავსი თემები