ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს, დაახლოებით დილის 5:25 საათზე, ისრაელელმა მტერმა განახორციელა საჰაერო აგრესია რაკეტების ერთდროულად გაშვებით ლატაკიის დასავლეთით ხმელთაშუა ზღვისა და ოკუპირებული სირიის გოლანის მიმართულებებიდან დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტებისკენ“, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.

მათივე ცნობით, თავდასხმების შედეგად დამასკოს აეროპორტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი კი დაშავდა. დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკები და საჰაერო მიმოსვლამ დროებით ქალაქ ლატაკიაში გადაინაცვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი თემები