ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებს

ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებს.

,,ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და დახმარება უნდა შემოვიდეს”, – ამბობს ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერი ღაზი ჰამადი.

მისი თქმით, მჭიდრო კონტაქტი აქვთ კატართან და სწორედ მათ ითამაშეს დიდი როლი, 2 ამერიკელი მძევლის გათავისუფლებაში.

,,ღაზა იქცევა სრულ ჯოჯოხეთად, სასაფლაოდ ისრაელისთვის. არ ვიცი, რა ბედი ეწევა მძევლებს, რადგან სიტუაცია უფრო გართულდება. მე არ შემიძლია ამ ადამიანების უსაფრთხოების გარანტიაზე საუბარი“, – ამტკიცებს ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი და იმუქრება, რომ სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში, ღაზა ჯოჯოხეთად იქცევა.

მსგავსი თემები