თურქეთმა ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ეგვიპტეში სამედიცინო პერსონალი და მედიკამენტები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.
,,ჩვენი თვითმფრინავი აფრინდა ღაზის სექტორის დასახმარებლად. საპრეზიდენტო თვითმფრინავი სავსეა მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით, ასევე, ბორტზე იმყოფება 20 ექიმი. ისინი ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრნენ”, – წერს ფაჰრეთინ კოჩაTwitter-ზე.