აზრთა სხვადასხვაობის გამო, კაიროს სამშვიდობო სამიტზე ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს

აზრთა სხვადასხვაობის გამო, კაიროს სამშვიდობო სამიტზე ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დასავლელმა დელეგატებმა მოითხოვეს ,,მკაფიო დაგმობა, რომელიც ჰამასს პასუხისმგებლობას აკისრებდა ესკალაციაზე”, რაზეც არაბული ქვეყნების ლიდერებმა უარი თქვეს.

ამის ნაცვლად, ეგვიპტელმა მასპინძლებმა არაბი დელეგატების თანხმობით შედგენილი განცხადება გაავრცელეს, სადაც მსოფლიო ლიდერებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ცდილობენ ,,კონფლიქტის მართვას და არა მის დასრულებას”.

შეგახსენებთ, რომ კაიროში სამშვიდობო სამიტი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დეესკალაციას.

სამიტს 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, თუმცა სამიტში მონაწილეობა არ მიუღია აშშ-სა და ისრაელს, ასევე “ჰამასისა” და ირანის წარმომადგენლებს.

მსგავსი თემები