კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს – ბრიჯიტ ბრინკი

რუსების მიერ ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმას, უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

,,კიდევ ერთხელ, უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი სურათები –  ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ბევრი მძიმედ დაშავდა”, – დაწერა ელჩმა და აღნიშნა, რომ ,,კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს”.

მსგავსი თემები