თბილისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ,,ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე მაშველები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები