კაცმა ბანკის გასაძარცვად მანქანა მოიპარა, რომელშიც ბავშვი იყო, შემდეგ ხეს დაეჯახა და გარდაიცვალა

მამაკაცმა, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მოიპარა მანქანა, რომელშიც 17 თვის ბავშვი იმყოფებოდა, შემდეგ გაძარცვა ბანკი და გაქცევის შემდეგ, ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცმა  მანქანა სკოლის პარკინგიდან მოიპარა, გააჩერა და გაძარცვა ბანკი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მანქანაში მყოფი ბავშვი გონზე იყო, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები