სარფისა და სადახლოს საზღვრებზე 12 341,67 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

სარფისა და სადახლოს საზღვრებზე, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 341,67 ლარი შეადგინა.

,,საბაჟო გამშვებ პუნქტებში “სარფი” და “სადახლო-საავტომობილო.” მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 135,2 გრამი) გამოვლინდა,” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით 2 341,67 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.

მსგავსი თემები