ის ნამდვილად მაღლაა – ტიბეტი (ვიდეო)

ტიბეტი  დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონად მიიჩნევა თავისი მთიანი და გასაოცარი გეოგრაფიული მახასიათებლების გამო. ის  ჩინეთის ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა. ეს არის მთიანი, კლდიანი, ტყიანი ზონა.

თითქმის ყოველ ნაბიჯზე ტბა, მდინარე ან მყინვარია. აზიის ექვსი უდიდესი მდინარე სათავეს სწორედ ტიბეტში იღებს, მათ შორის მეკონგი, იანძე და ინდუსი.

რთული კლიმატის გამო,  აკლიმატიზაცია აქ მნიშვნელოვაია. ნიინჩის რაიონი, სადაც ახლა ვიმყოფები, 4300 მეტრზე მაღლა მდებარეობს.  შესაბამისად, მარშრუტები ისეა აგებული, რომ თანდათან ხდება სიმაღლეზე ასვლა. აქაურობას ტურისტები ნამდვილად არ აკლია.

ეკა გულუა ტიბეტიდან

მსგავსი თემები