ტიბეტი – კერძო სახლები და ცხოვრების წესი – ვიდეო

ტიბეტი, ეს არის სიმწვანეში ჩაძირული ავტონომიური რეგიონი. ტიბეტის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ტიბეტელია. საუბრობენ ტიბეტურად და ჩინურად. აქ ფერმერების უმეტესობას ჰყავს შინაური ცხოველები, როგორიცაა იაკები, ცხენები,  ცხვრები.  იკვებებიან  ძირითადად  ძროხის, ცხვრის, ღორის, იაკის  და ქათმის ხორცით.

გარემო ნამდვლად სუფთა და სიწვანით მდიდარია. ძირითადი ტიბეტური საკვები არის ფქვილის ცომი მოხალული ქერისგან, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარენ.

ტიბეტი ცნობილია როგორც “მსოფლიოს სახურავი“ და ის იმართება როგორც ჩინეთის ავტონომიური რეგიონი.

მას მეტსახელად “მესამე პოლუსსაც” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის.

ის  ჩინეთის ყველაზე ნაკლებად დასახლებული პროვინციაა. ეს არის მთიანი, კლდიანი, ტყიანი ზონა.

რთული კლიმატის გამო,  აკლიმატიზაცია აქ მნიშვნელოვაია.  შესაბამისად, მარშრუტები ისეა აგებული, რომ თანდათან ხდება სიმაღლეზე ასვლა. მას საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია  ცენტრალურ აზიაში, მათ შორისაა ევერესტი.

ტიბეტი 4 000 მეტრზე მდებარეობს.

ნიინჩი არის ტიბეტის ერთ-ერთი ქალაქი. არ არის მჭიდროდ დასახლებული, თუმცა, საკმაოდ ბევრი კერძო სახლია. სახლები თითქმის ერთმანეთს ჰგავს. ფასადი ერთნაირია, გადახურვაც. ყველას აქვს საკუთარი გამწვანებული და მოვლილი ეზო. პირველ სართულზე დიდი მისაღები ოთახია, სადაც სტუმრებს უმასპინძლდებიან. სახლის როგორც შიდა, ისე გარე სივრცე ისეა მოჩუქურთმებული, მუზეუმში გეგონება თავი.

იყენებენ საკმაოდ ბევრ ფერს და ძალიან ლამაზი სანახავია. შემიძლია ვთქვა რომ სახლი არის აჭრელებული ლამაზი ფერებით. ეს ეხება როგორც ჭერს, ისე იატაკს, სადაც ლამაზად მოხატული ხალიჩებია მოფენილი.

თითქმის ყველა სახლში დგას ტრადიციული ღუმელი, სადაც შეშაზე კერებს ამზადებენ.

ეს არის ერთ-ერთი ოჯახი ნინჩიში, რომელსაც ვესტუმრეთ, ტრადიციული სამოსიც მოვირგეთ და ტრადიციული კერძებიც დავაგემოვნეთ.

აქ სტუმარი ძალიან უყვართ, დიდი პატივისცემით ხვდებიან და უმასპინძლდებიან.

თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს იაკი. მთაში, იაკების წველაც კი გადავიღე. იაკს აბამენ, თან უდგამენ საჭმელს და წველია, ასე მწკრივში დგანენ და ელოდებიან იაკები თავიანთ რიგს. იაკის რძე კი საკმაოდ პოპულარულ პროდუქტად ითვლება. ის საკმაოდ ბევრ ვიტამინს შეიცავს. იაკი რძე 18 აუცილებელ ამინომჟავას შეიცავს

ადგილობრივები, როგორც ბებოები ისე ახალგაზრდები, სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. ჰყავთ პონებიც, რომელსაც ტურისტული დანიშნუებითაც იყენებენ. ტურისტები ქირაობენ პონებს და სეირნობენ მთიან ზონაში. აქვეა მოწყბილი მსვილდის სასროლი სივრცე, რითაც ძირითადად ტურისტები ერთობიან.

 

დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.

ეკა გულუა ტიბეტიდან.    

მსგავსი თემები