საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანი 2 თვეა, რაც ცოლად მოიყვანა.

ადგილობრივების ცნობით, სავარაუდო მკვლელის ბიძას, შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა ქმარმა ქალს. გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები