განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს – შარლ მიშელი

,,ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ მთავარი რეფორმებია – გაატარეთ რეფორმები თქვენს ქვეყანაში, დარწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გაუთანაბრდა ევროპულ სტანდარტებს,”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისი თქმით, დეკემბრის დღის წესრიგშია გაფართოების განხილვა, მათ შორის საქართველოს საკითხის.

,,როგორც იცით, ევროპული კომისია ნოემბერში გამოაქვეყნებს ანგარიშს გაფართოებასთან დაკავშირებით. ვაპირებთ, გაფართოების საკითხი დეკემბერში, ევროპული საბჭოს დღის წესრიგშიც შევიტანოთ. ჩვენ ლიდერების დონეზე განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ მთავარი რეფორმებია – გაატარეთ რეფორმები თქვენს ქვეყანაში, დარწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გაუთანაბრდა ევროპულ სტანდარტებს. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობა – ესენია პრიორიტეტები,”- განაცხადა მიშელმა.

მსგავსი თემები