,,უკიდურესად შემაშფოთებელია”- პაველ ჰერჩინსკი ოჩამჩირეში რუსული ბაზაზე

აფხაზეთის სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის შექმნის შესახებ ინფორმაცია შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ფერჩინსკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ეს იქნება 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მიხედვით რუსეთის ვალდებულების აშკარა დარღვევა.

„ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია ხმამაღლა და მკაფიოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთის სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის შექმნის შესახებ გავრცელებული მოხსენება, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია. ეს იქნება 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მიხედვით რუსეთის ვალდებულების აშკარა დარღვევა, რომელზედაც ჩვენ, ევროკავშირმა მოვილაპარაკეთ. ასე რომ, ცხადია  ეს ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები