,,სარდაფში ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს”- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ა.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს – 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან
მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში
დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,”- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები