,,კბილები რომ დააძვრეს ჩვენს პენსიონერებს, ეს იყო ერთ-ერთი ავტორი, პოპულისტი ეს” – ზარქუა ვაშაძეზე

„ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო“ რომ და­არ­ქვეს და კბი­ლე­ბი და­აძ­ვრეს ჩვენს პენ­სი­ო­ნე­რებს, ეს იყო ერთ-ერთი ავ­ტო­რი, პო­პუ­ლის­ტი, აი, ეს კაცი“, –   ამ სიტყვებით  „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე მოიხსენია.

ირაკ­ლი ზარ­ქუა გი­ორ­გი ვა­შა­ძის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­მოვ­ლას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიუჯეტში თანხები პენსიონერების სესხების გასანულებლად უნდა გამოინახოს.

“ანუ ეს „კაც­მა­ცუ­ნა“ ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­ზე ამ­ბობ­და, რომ ე.ი. შავ ხვრელ­ში ხდე­ბა ფუ­ლის გა­და­რი­ცხვა, და­ხარ­ჯვა, და­ფი­ნან­სე­ბაო. აი, ეს ადა­მი­ა­ნი. ახლა ვი­თომ დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­მო­ვი­და. გა­უ­ჭირ­და, იმი­ტომ, რომ თა­ვის პარ­ტი­ა­ში 5 კა­ცით შე­მო­ვი­და და ის შე­მორ­ჩა, რა გვა­რია? ერთი მსხვერ­პლი რომ ჰყავს – მან­ჯგა­ლა­ძე, და­ნარ­ჩე­ნი და­ი­შა­ლა, ახლა გა­და­ბარ­გდა და „ხაბე“ ჩა­ა­ჩო­ჩა. აი, ეს პო­პუ­ლის­ტი და იმ ჯი­გარს, ევ­რო­პე­ლებს რომ ძარ­ცვავს, ამით უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დეს. აი, ამა­თი, ერ­თმა­ნეთს რომ არ ენ­დო­ბი­ან ისე­თი ხალ­ხით. პენ­სი­ო­ნე­რებს, დიახ, უფრო მეტი გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბათ, ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია“, – გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

მსგავსი თემები