,,მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია – ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს”- ზელენსკი

“მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია – ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს და მხოლოდ ახლა, მხოლოდ უკრაინაში შეიძლება ამ პრინციპული, მორალური პოზიციის შენარჩუნება,” – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკი ხარკოვის ოლქზე რუსეთის მიერ განცხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა, რასაც 52 ადამიანი ემსხვერპლა.

,,უკრაინას ექნება მეტი თავდაცვითი სისტემა, არის მკაფიო შეთანხმებები. ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო, მადლობა! იქნება მეტი არტილერია ჩვენი მეომრებისთვის, მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და რა თქმა უნდა, იქნება მეტი სამართლიანობა. რუსმა ტერორისტებმა განახორციელეს მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა ხარკოვის ოლქის სოფელზე, რომლის სამიზნე ჩვეულებრივი მაღაზია და კაფე იყო. ეს არ იყო ბრმა შეტევა, ეს იყო სასტიკი რუსული აგრესია და გენოციდი. რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ და მსოფლიოს აქვს საშუალება ამის უზრუნველსაყოფად. მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია – ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს და მხოლოდ ახლა, მხოლოდ უკრაინაში შეიძლება ამ პრინციპული, მორალური პოზიციის შენარჩუნება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები