,,იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო, ნამდვილად ვერ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას” – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ეხმაურება და აცხადებს, რომ  აღნიშნული პროცესი “უდროოა.” მისივე თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს.

,,საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ მე ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმდინარე პროცესის შედეგებს ველოდებით, რადგან სწორედ იქ უნდა გადაწყდეს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. თუმცა, თუ მეკითხებით, ეხმარება თუ არა ეს იმპიჩმენტის პროცესი დეპოლარიზაციას, გეტყვით, რომ არა, არ ეხმარება და, სამწუხაროდ, ეს ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. გარდა ამისა, ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენება უნდა გამოქვეყნდეს. ასე რომ, დეპოლარიზაციას ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ უწყობს ხელს, რაც ნიშნავს, რომ ეს იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო და ეს ევროკავშირია უმაღლესმა წარმომადგენელმაც აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ვიზიტისას,” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები