მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები, რომლებზეც შევთანხმდით.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„ჩვენ შევაფასეთ პროგრესი საქართველოში. ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ, მთავარი გზავნილია, გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები პროცესსა და პოლიტიკაში, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე.

მსგავსი თემები