,,პრეზიდენტის ადგილზე, კანონების 90 პროცენტს ვეტოს დავადებდი”- იაგო ხვიჩია

პრეზიდენტის ადგილზე, კანონების 90 პროცენტს ვეტოს დავადებდი და „ქოცებს“ ვაჩვენებდი, როგორ უნდა ჭეშმარიტი საკანონმდებლო მუშაობა, – ასე პასუხობს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია კითხვას, როგორ ფიქრობს, დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს?

„მთელი ეს პროცესი კონცერტი თუ არ არის, მაშინ პრეზიდენტი „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ კანონპროექტს კი არა, ყველა კანონპროექტს უნდა ადებდეს ვეტოს. მის ადგილზე, კანონების 90 პროცენტს ვეტოს დავადებდი და „ქოცებს“ ვაჩვენებდი, როგორ უნდა ჭეშმარიტი საკანონმდებლო მუშაობა. რაც შეეხება თავად კანონპროექტს, დეკემბერში რაღაც ამბავი რომ უნდა მოხდეს, რაღაც ერთჯერადად, მაგაზე კანონი როგორ უნდა შეიცვალოს, რომელიც თავისი შინაარსით მრავალჯერადია? ეს ამბავი რომ მორჩება, კანონი ძალაში ხომ რჩება? თუ სუს-ს ასეთი ინფორმაციები აქვს, მაშინ რას ელოდება, დაიჭიროს ეს ხალხი, დანაშაული ისედაც გახსნილი ყოფილა. მიზანია, საზოგადოებას ხშირად გააგონონ ზღაპარი ოპოზიციის რევოლუციაზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები