თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს “საბურთალოს ხაზზე” მოძრაობა აღდგენილია. მოძრაობა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო. აღნიშნულ ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო, მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერებული იყო.

მეტი...

პუტინის განცხადებით, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბორტზე სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბორტზე სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს. მისი თქმით, თვითმფრინავის  მგზავრების სხეულებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. მისივე თქმით, პრიგოჟინის პირადი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. „ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავს არანაირი გარეგანი ზემოქმედება არ ჰქონია, ეს არის დაფიქსირებული ფაქტი. ეს არის რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი“, – განაცხადა პუტინმა.  

მეტი...

თბილისის მეტროს “საბურთალოს ხაზი” გაჩერებულია

თბილისის მეტროს “საბურთალოს ხაზი” გაჩერებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ვაჟა-ფშაველასა და დელისს შორისაა გაჩერებული და მეტროში მოქალაქეებს არ უშვებენ. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მატარებელი ტექნიკური ხარვეზის გამო გაჩერდა. მათივე თქმით, მოძრაობა მალე აღდგება.  

მეტი...

მორაგბემ საქართველოსთან მატჩამდე 2 საათით ადრე გაიგო, რომ მისი 7 წლის ვაჟი გარდაიცვალა

ფიჯის სარაგბო ნაკრების ვარსკვლავმა ჯოსუა ტუისოვამ საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყო, რომ მისი 7 წლის ვაჟი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 29 წლის მორაგბე საფრანგეთში კვირების განმავლობაში იმყოფებოდა და მამამ საქართველოს წინააღმდეგ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აცნობა, რომ მისი შვიდი წლის ბიჭი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის მიუხედავად მატჩში მონაწილეობა მიიღო და გადამწყვეტი როლი ითამაშა შაბათს საქართველოსთან გამარჯვებაში. ამასთანმ ტუისოვამ არჩია არ დაბრუნებულიყო ფიჯიში სამშაბათს (3 ოქტომბერს) დაკრძალვისთვის და დარჩება ტურნირზე, რადგან სიმონ რაივალუის გუნდი ემზადება ინგლისთან სავარაუდო მეოთხედფინალური შეტაკებისთვის.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 281 090 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 281 090 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები  ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 281 090; ტანკი – 4 777;  ჯავშანტექნიკა – 9 082;  საარტილერიო სისტემა – 6 666; სარაკეტო სისტემა – 806; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540; თვითმფრინავები – 316; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 158; საკრუიზო რაკეტები – 1 530; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 9 015;  გემი/ნავი/კატარღა – 20; წყალქვეშა ნავი – 1; ​სპეციალური აღჭურვილობა – 951.

მეტი...

შოთა მიქატაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

4 ოქტომბრის 23:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შოთა მიქატაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების პერიოდში, შოთა მიქატაძის ქუჩაზე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად – თიანეთის გზატკეცილიდან ლესელიძის ქუჩის მიმართულებით. კერძოდ, შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთიდან შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩების კვეთამდე). ლესელიძის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილის მიმართულებით (შოთა მიქატაძის, მიხეილ ხერგიანისა და კონსტანტინე ლესელის ქუჩის კვეთიდან შოთა მიქატაძის, ლევან კბილაშვილის ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის კვეთის მიმართულებით) გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიხეილ ხერგიანის, ერმალოზ კობერიძის, იპოლიტე ვართაგავასა და სანდრო კანდელაკის ქუჩების გამოყენებით.…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გრანადაში შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევოკომისიის პრეზიდენტს − ურსულა ფონ დერ ლაიენს ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების და წლის ბოლოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო რეკომენდაციების შესრულების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან და კვლავაც აგრძელებს აღნიშნულ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს…

მეტი...

მამაკაცმა, აეროპორტამდე დროულად მისასვლელად ვერტმფრენი დაიქირავა

მამაკაცმა, რომელსაც თვითმფრინავზე აგვიანდებოდა, აეროპორტამდე მისასვლელად ვერტმფრენი დაიქირავა. ბიჭმა  TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც განმარტა, რომ ეგონა, რომ ფრენა დილის 10:20-ზე ჰქონდა, სინამდვილეში კი თვითმფრინავი 18:20 საათზე გაფრინდებოდა. მისი თვითმფრინავი ერთ საათში უნდა აფრენილიყო და ის ჯერ კიდევ მანჰეტენის ბინაში იყო. თუმცა მან აეროპორტამდე დროულად მისასვლელად იდეალური გამოსავალი იპოვა: ვერტმფრენის დაქირავება! „ეს არის ის, რასაც გავაკეთებ და ვეცდები დროულად მივიდე, ახალი ბილეთის ყიდვაზე ნაკლები ღირს“,- აცხადებს ბიჭი ვიდეოში. მისმა გეგმამ გაამართლა. ბიჭი აეროპორტში დროზე მივიდა და რეისსაც მიუსწრო.  

მეტი...

ცხინვალში 29 წლის მამაკაცი მოკლეს

ოკუპირებ ცხინვალში 29 წლის მამაკაცი მოკლეს. ცხინვალის ცენტრში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი, კი თავად ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. დანაშაულში ეჭვმიტალი 52 წლის მამაკაცია. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამომძიებლების ინფორმაციით, დანაშაული ცხინვალში ოთხშაბათს, სოვეცკაიას ქუჩაზე მოხდა. სროლის შედეგად 29 წლის სერგეი ცაგოლოვი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

მეტი...

ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სიტუაცია საშიშია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სიტუაცია საშიშია. მისი თქმით, ახლა ისევე როგორც აშშ-სთვის, ასევე უკრაინისთვისაც რთული პერიოდია. „სიტუაცია შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით საშიშია. დიახ, ეს რთული პერიოდია შეერთებული შტატებისთვის და, რა თქმა უნდა, რთული პერიოდია უკრაინისთვის, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან ჩვენ არ გვქონდა დროის იოლი მონაკვეთი, ამიტომ მზად ვართ ნებისმიერი რთული პერიოდისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ევროპა და შეერთებული შტატებიც მზად უნდა იყვნენ ამ პერიოდში ერთად სამუშაოდ, რომ არ დავკარგოთ ეს ერთიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

მეტი...