,,როგორც კი ყველა პირობა შესრულდება, შეგვეძლება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება”- მეცოლა

ევროპარლამენტის მკაფიო პოზიციაა, როგორც კი ყველა პირობა შესრულდება, შეგვეძლება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეხებათ უკრაინას, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

„ჩვენ შევხვდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენ მეზობლებს ევროკავშირის გაღრმავებისა და გაფართოების იდეით. ამასთან დაკაშირებით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გვჭირდება რეფორმა. ახლა ზუსტად დროა საუბრისთვის ევროკავშირში, თუ რისი გაკეთება გვჭირდება, რა მუშაობს ამჟამად 27 წევრი ქვეყნისთვის, არ იმუშავებს 32-ისთვის, 33-სთვის ან 35-სთვის. ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ სანდოები ამ პროცესში და გუშინდელმა დღემ მოგვცა სწორი იმპულსი, რომ შეგვძლებოდა ასეთი საუბრების გამართვა ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე ოქტომბერსა და დეკემბერში.

სამომავლო გაფართოების მთავარი გამოწვევა უკავშირდება იმას, რომ უნდა დაველოდოთ თითოეულ ქვეყანასთან დაკავშირებულ მოხსენებას. ევროპარლამენტის ძალიან მკაფიო პოზიციაა, რომ როგორც კი ყველა პირობა შესრულდება, შემდეგ ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიური მოხსენებით, შეგვეძლება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ეს ეხებათ უკრაინას, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ჩვენთვის ყოველთვის ნათელია, როდესაც პირობები და შემდეგი ნაბიჯები შესრულებულია, არავინ უნდა დარჩეს უკან“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მსგავსი თემები