პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.

როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.

შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები