,,დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში  ოჩამჩირეში დაიწყება უკრაინული თავდასხმები”- ელისაშვილი

პარტია ”მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით,  დარწმუნებულია, რომ  ცოტა ხანში ოჩამჩირეში უკრაინული თავდასხმები დაიწყება.

,,გარკვეული ბაზა ისედაც არსებობს რუსული, სადაც რუსული სანაპირო დაცვის კატარღებია განთავსებული. ეს ბაზა ისედაც არის, უბრალოდ, მე რამდენადაც ვხვდები, ამ ბაზის გაფართოებაზეა ლაპარაკი. უნდათ, რომ ცოტა სიღრმეში გადმოიტანონ თავისი სამხედრო საზღვაო ბაზა. ამიტომ უნდათ, რომ ის ბაზა გააფართოვონ და იქ იყოს მშვიდი ნავსადგომი მათი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში  ოჩამჩირეში დაიწყება უკრაინული თავდასხმები”,- აცხადებს ელისაშვილი (კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს).

,,ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა” – ბჟანია

მსგავსი თემები