აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მათი ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება სექტემბერში მოსკოვის მიერ აშშ-ის საელჩოს ორი მაღალი რანგის დიპლომატის გაძევებისთვის პასუხს წარმოადგენს.

ცნობისთვის, მოსკოვმა მაშინ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი ჯეფრი სალივანი და საელჩოს მეორე მდივანი დევიდ ბერნსტაინი „დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებისთვის“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან თავისი დიპლომატების დევნას არ შეეგუებიან.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები მკაფიო სიგნალია, რომ მოსკოვში ჩვენი საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიუღებელ ქმედებებს შედეგები ექნება”, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები