გორის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

გორის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლი მაკულატურას გაუჩნდა.

მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა შენობაში მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები