ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა

ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა მიიღომ. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

გადაწყვეტილების თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან უკანონო რეჟიმის ყველა ინსტიტუტი და ორგანიზაცია სრულად შეწყვეტს საქმიანობას, რითაც „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ წყვეტს არსებობას.

ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეკომენდირებულია გაეცნონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, რათა მიიღონ დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილება სამომავლოდ ყარაბაღში დარჩენის შესაძლებლობის შესახებ.

 

მსგავსი თემები