,,მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს თანხა იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი”- პრემიერი

,,მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს თანხა იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი ჩვენი ხელწერის და წინა ხელისუფლების ხელწერის,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარტერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გაჭირვებული არასდროს ყოფილა.

,,მე არასოდეს მისარგებლია სახელმწიფო ბიუჯეტით და არასოდეს დამიფინანსებია ჩემი პირადი მგზავრობა ან სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა, არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს თანხა იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი ჩვენი ხელწერის და წინა ხელისუფლების ხელწერის, როცა მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი ბანდა. მე, მადლობა ღმერთს, მყავს შეძლებული ოჯახი, მე არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული”, – აცხადებს პრემიერი.

მსგავსი თემები