,,ვცხოვრობდით ამ სახლის მეზობლად და მეწყერის დროს ვარდისფერი სახლი ვიპოვეთ კალცის ხიდის მიმდებარედ”- მარიამ ბერიანიძე

3 აგვისტოს შოვში განვითარებულ სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე ფეისბუქ ჯგუფში „რაჭა“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს. მისი თქმით,  ფოტოები სტიქიის დღეს დროის გარკვეული ინტერვალით, სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ არის გადაღებული.

„შემთხვევით ვიპოვე ჩემი შვილის, კოტიკოს ეს ფოტო და უბრალოდ ნახეთ ვარდისფერი სახლის განსხვავება 3 აგვისტოს დილით და შუადღეს. რა თქმა უნდა, განსხვავდება მათი მდებარეობაც. ჩვენ ვცხოვრობდით ამ სახლის მეზობლად და მეწყერის დროს ვარდისფერი სახლი ვიპოვეთ კალცის ხიდის მიმდებარედ, რომლის ახლოს ჩვენი კოტეჯის ნანგრევებიც ეყარა“, – წერს მარიამ ბერიანიძე.

 

მსგავსი თემები